ამინდის პროგნოზი

პრემიერ-მინისტრი 8 მაისს აშშ-ს ეწვევა

 
05 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
510

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მიწვევით 8-10 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თეთრ სახლში გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან. ასევე, გიორგი კვირიკაშვილს სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი.

დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები აშშ-ის სენატის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან. აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდება აშშ-ის წამყვანი საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი იმყოფებიან.