ამინდის პროგნოზი

სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე პატიმრობაში დატოვა

 
05 May, 2017   3 წელი 5 თვის წინ
 
888

ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ბადრი შონიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების მიერ დაყენებული 11 შუამდგომლობიდან არცერთი არ დააკმაყოფილა, მათ შორის არც სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

მოსამართლის განცხადებით, დაცვის მხარეს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე საკმარისი მასალები არ წარუდგენია.

დღევანდელი სხდომა, რომელიც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლის გადაწყვეტილებით დაიხურა, 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საქმეზე მორიგი წინასასამართლო სხდომა 19 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება.