ამინდის პროგნოზი

პრემიერი საქართველოს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს

 
06 May, 2017   3 წელი 6 თვის წინ
 
699

პრემიერ-მინისტრი საქართველოს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს, - გიორგი კვირიკაშვილი დღეს სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

პატრიარქმა გიორგი კვირიკაშვილს გიორგობის დღესასწაული განსაკუთრებით მიულოცა.

"ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, გიორგობას. წმინდა გიორგი განსაკუთრებით ახლობელია ჩვენთვის, ყველა ოჯახისთვის. არ არსებობს ისეთი ოჯახი საქართველოში, რომ ერთ ვინმეს მაინც წმინდა გიორგის სახელი არ ერქვას... მოხარული ვართ, რომ წირვა-ლოცვას ესწრება მისი აღმატებულება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი. ვულოცავთ მას გიორგობას. წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი და შემწე თქვენს მძიმე მოღვაწეობაში. მრავალჟამიერი სიცოცხლე მოგანიჭოთ ღმერთმა",- დალოცა პატრიარქმა გიორგი კვირიკაშვილი.