ამინდის პროგნოზი

"ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა და ეს ცხადყოფს იმ ძალიან მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს"

 
06 May, 2017   3 წელი 2 თვის წინ
 
773

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის შესახებ საკანონმდებლო აქტის ხელმოწერას ეხმაურება.

"ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უპრეცედენტო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უპრეცედენტო მხარდაჭერას, ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უპრეცედენტო მხარდაჭერას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას. ეს არის პირველი დოკუმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელშიც პრაქტიკულად კანონის დონეზე არის საუბარი უკვე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, ჩვენი რეგიონების ოკუპაციაზე რუსეთის მხრიდან და კიდევ ერთხელ, ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა და ეს ცხადყოფს იმ ძალიან მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

"ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს"

 
07 May, 2017
 
594
 

"კონსტიტუცია იცვლება ფუნდამენტურად, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას ისეთი დოკუმენტი, რომელიც გაუძლებს დროს"

 
06 May, 2017
 
694
 

"დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის დადასტურებაა"

 
06 May, 2017
 
712
 

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბიუჯეტის კანონს, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აღიარებს

 
06 May, 2017
 
2211
 

კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში ამბროლაურში შეხვედრა გაიმართება

 
06 May, 2017
 
531
 
ყველა მსგავსი სიახლე