ამინდის პროგნოზი

ლაგოდეხში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

 
07 May, 2017   3 წელი 2 თვის წინ
 
748

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ბასრი საგნით გულმკერდისა და მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობა სავარაუდოდ, მაშინ მიაყენეს, როდესაც ის სხვების გაშველებას ცდილობდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.