ამინდის პროგნოზი

"კონსტიტუცია მხოლოდ იურისტების საქმე კი არა, თითოეული ჩვენთაგანის საქმეა"

 
07 May, 2017   3 წელი 2 თვის წინ
 
773

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს პროექტის "მე და კონსტიტუცია" ფინალი გახსნა, რომელიც დღეს პრეზიდენტის სასახლეში ჩატარდა.

უფროსკლასელთა კონკურსი „მე და კონსტიტუცია" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით უკვე მეორე წელია, ტარდება და მას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორია" ახორციელებს.

პროექტის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კონსტიტუციის ცოდნის ამაღლების ხელშეწყობა და უზენაესი კანონის პოპულარიზაციაა.

კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და დღეს საქართველოს კონსტიტუციის ცოდნაში ერთმანეთს 12 საჯარო სკოლის გუნდი ბრეინ რინგის პრინციპით შეეჯიბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა უფროსკლასელებს მადლობა გადაუხადა კონკურსში მონაწილეობისათვის, ქვეყნის ცხოვრებაში კონსტიტუციის მნიშვნელობასა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობაზე ესაუბრა.

"მიხარია, რომ ფიქრობთ კონსტიტუციაზე, მუშაობთ კონსტიტუციის ირგვლივ თქვენ, სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდა თაობა, რომლებმაც მომავალში უნდა გადაიბაროთ ჩვენი ქვეყნის მართვა, ჩვენი ქვეყნის განვითარება და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებული მომავალი.

კონსტიტუცია არ უნდა იყოს მარტო პოლიტიკური ელიტების, მარტო განსწავლული იურისტების, მარტო ძალიან ჭკვიანი კონსტიტუციონალისტების საქმე. კონსტიტუცია, როგორც  ქვეყნის მთავარი დოკუმენტი, რომელიც იწეყბა სიტყვებით „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი" და რომელშიც ერთიანდება საქართველოს მთელი მოსახლეობა უნდა იყოს ყოველი ჩვენთაგანის.

მე მიხარია, რომ თქვენ ასე დაგაინტერესათ კონსტიტუციამ და ჩაერთეთ ამ კონსკურსში", - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფინალისტებს.

კონკურსის შედეგად, პირველი ადგილზე გასული გუნდი ბრიუსელში გაემგზავრება, მეორე და მესამე ადგილის პრიზიორები საჩუქრად ნოუთბუქებსა და პლანშეტურ კომპიუტერებს მიიღებენ.