ამინდის პროგნოზი

“ქართული ბიზნესის სამთავრობო რეკეტის ანატომია” - აუხდენელი “ქართული ოცნება”

 
02 December, 2017   2 წელი 11 თვის წინ
 
287

ბიზნესის,,წილში ჩაჯდომა'', თუ ბიზნესმენზე ზეწოლა საქართველოში, ,,ახალი ხილი'' ნამდვილად არ არის. ეს მანკიერიპრაქტიკა ჯერ კიდევ შავ-ბნელ 90-იან წლებიდან არის ცნობილი, როცა “მხედრიონი'', თუ სხვა სახის გაურკვეველი წარმოშობის შეიარაღებული დაჯგუფებები, ბიზნესმენებს პირდაპირ სახლებში უვარდებოდნენ და აიძულებდნენ, რომ ქონება დაეთმოთ, ან საუკეთესო შემთხვევაში, ყოველ თვე მათთვის გადასახადი გადაეხადათ.

"ვარდების რევოლუციის'' დროს, ,,შავებსა'' და კანონსამოფარებულ მძარცველებისგან შეწუხებულ ბიზნესმენებს იმედი გაუჩნდათ, რომ ახალგაზრდების გუნდი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა, ამ მარაზმს ბოლოს მოუღებდა და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მსხვილმა, თუ წვრილმა ბიზნესმენებმა ,,ვარდების რევოლუციას'' არათუ მხარი დაუჭირეს, არამედ, როგორც ხმა დადის, მიხეილ სააკაშვილის პარტია დააფინანსა კიდეც. თუმცა მას შემდეგ, რაც ,,შევარდნაძის რეჟიმი'' წარსულს ჩაბარდა ანუ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობა გაინაღდა, ნაციონალები კი სამთავრობო თანამდებობებზე ,,მოხსდნენ'', მოვლენები უფრო დრამატულად განვითარდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბიზნესმენი, თუ ის ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობას არ დაალაგებდა, შავ დღეში აღმოჩნდებოდა. იმ შემთხვევაში კი, თუ გაჯიუტდებოდა, შესაძლოა, ,,ვირის აბანოშიც'' (ციხეშიც) აღმოჩენილიყო.

შესაბამისად, 2003-დან 2012 წლამდე, არაერთი ბიზნესმენი გახდა ნაციონალური რეპრესიების მსხვერპლი. ამავე პერიოდში, თავი იჩინა ბიზნესის ,,დარეკეტების'' ახალმა ფორმამ, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ თითქმის ყველა მეწარმე საკუთარ ქონებას სახელმწიფოს ,,ნებით'' უფორმებდა, ანდა მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრები და მათთან დაახლოებული პირები ხდებოდნენ ამ ბიზნესების მფლობელები. ანუ სქემა ასეთი იყო: ბიზნესმენი შუაღამისას სანდო ნოტარისუთან მიჰყავდათ და აიძულებდნენ, ბიზნესი დაეთო. სამართლებრივად, ყველაფერ ამაში დარღვევა არ ჩანდა, მაგრამ სხვა საკითხია, ქონების მფლობელზე რა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა.

ქონების იძულებით დათმობის თითქმის ყველა ქეისში ერთი და იგივე ადამიანები ფიგურირებენ - კეზერაშვილი, კოდუები, ახალაიები, ადეიშვილები, ღვინიაშვილები და სხვა. სხვათა შორის, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მთავარ პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტიც შეიქმნა, რომელსაც მსგავსი საქმეების შესწავლა დაევალა, თუმცა ივანიშვილის ეს დაპირებაც სხვა დაპირებებთან ერთად ტუილი ააღმოჩნდა. დღემდე სულ რამდენიმე ადამიანმა მოახერხა წართმეული ქონების უკან დაბრუნება, ისიც უმნიშვნელო ქონების.

ჯერ კიდევ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია - ,,წართმეულია!'' დაიწყეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახალგაზრდები ,,დარეკეტებულ'' შენობებსა, თუ ბიზნესოფისებთან მიდიოდნენ და წარწერას - ,,წართმეულია!'' ტოვებდნენ.

2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა სააკაშვილის რეჟიმს, მათ შორის კორუფციისა და ბიზნესზე ზეწოლის გამო და პრემიერ-მინისტრად აირჩია მილიონერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი. მისი პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება” ხალხს ოცნებების ახდენას ჰპირდებოდა და მათ შორის ბინესმენებს დაჰპირდა სააკაშვილის მიერ წართმეული ქონებების უკან დაბრუნებას, მაგრამ საქართველოში ჩვენ გაგვიჭირდა ოცნებაახდენილი ბინზესმენების პოვნა.

შვეიცარიაში გაქცეული ბიზნესმენის, დავით ბეგიაშვილის ქონების წართმევაში საქართველოს პრეზიდენტი, ხუთი მინისტრი, მათი მოადგილეები, მოსამართლეები და სახელმწიფო უწყების 90 თანამშრომელი ფიგურირებდა,'' _ აცხადებს დავით ბეგიაშვილი. ჩემთვის ბიზნესის ჩამორთმევაში მონაწილეობდნენ ეკონომიკური განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი და  ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძე.მუხედავად ჩემი არაერთგზისი მოთხოვნისა მე ბიზნესი უკან არ დამიბრუნეს.” ამის მიზეზად ბეგიაშვილი ასახელებს იმას, რომ მის სარჩელს პროკურატურაში ისევ ის პროკურორები იხილავენ ვინც ადაიშვილის დავალებით მე ბიზნესი წამართვა. “ჩემი ქონების უკან დაბრუნებაზე ფიქრი უტოპიაა, რადგან ეს პროკურორები თავის თავს არ გაამტყუნებენ”.

ჩვენი კვლევის  მასალებიდან ნათელი ხდება, რომ ნაციონალების ბიზნესტერორს ვერც შპს ,,ავტოსერვის ცენტრი+''-ის დამფუძნებლები - კახა ყველაშვილი და მამუკა იობაშვილი გადაურჩნენ, რომლებსაც ნაციონალების სასამართლომ 500 000 ლარი, ყოველგვარი საფუძვლისა და დანაშაულის დამტკიცების გარეშე გადაახდევინა.

,,ნაციონალებმა ქონება წაგვართვეს, ყველაფერი გაგვაყიდინეს,  ბიძინა ივანიშვილი ამ ფულის უკან დაბრუნებას დაგვპირდა, მაგრამ ფინანსური პოლიციის გამომძიებელი გიგა გუგუჩია, რომელიც ჩვენზე ზეწოლას ახორციელებდა დღეს დაწინაურებულია და მასთან ბრძოლას ჩვენ ვერ მოვიგებთ. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, პირველ რიგში, მაინც გამართლება გვჭირდება. ბოლოს და ბოლოს, ხალხმა ხომ უნდა იცოდეს, რომ პატიოსანი ბიზნესმენები ვართ და არა - ვიღაც კრიმინალები?'' - აცხადებს კახა ყველაშვილი.

საშინელი მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც ნათესაური კლანები ისევ დიდი გავლენებით სარგებლობენ და ერთმანეთის დანაშაულს მალავენ. ადვოკატი ლაშა სტურუა საოცარ ისტორიას გვიყვება, რომელიც მის კლიენტის ტალახაძეების ტრაგიკულ ისტორიას შეეხება. ღვინიაშვილების კლანმა მის კლიენტის თამაზ ტალახაძის ოჯახს მიწის ნაკვეთი წაართვა, კრიმინალი პაატა ლეკიაშვილის მეშვეობით. ლეკიაშვილის სახელი ფიგურირებს კახეთში ბევრი ბიზნესმენის დატერორების საქმეში. ამის შემდეგ თამაზ ტალახაძე გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი საეჭვო ვითარებაში იპოვეს მოკლული. ეს საქმე დღემდე არ გახსნილა. ადვოკატის განცხადებით, საქმეში დევს ბევრი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს კახეთში ყველაზე გავლენიანი ორი გიორგი ღვინიაშვილის (ყოფილი პარლამენტარის და ლაგოდეხის გამგებლის მოადგილის) კორუფციულ სქემაში მონაწილეობას. მათ შორის სახეზეა გიორგი ღვინიაშვილის მიერ დოკუმენტების გაყალბების ფაქტი, მაგრამ ამ საქმის მოგება წარმოუდგენელია. რადგან ლაგოდეხის რაიონის მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი არის გიორგი ღვინიაშვილის მეუღლე და ის  საქმეების გაყალბების დიდოსტატია. “ქართული ოცნების” მთავრობამ ნაცვლად იმისა, რომ ჩალათაშვილი დაესაჯა ის დააწინაურა და მოსამართლედ უვადოდ დანიშნა.

ე.წ.“ნაციონალური ბიზნეს-რეკეტის” თითქმის ყველა ქეისში, ნოტარიუსი ნუნუ გინტური ფიგურირებს. როგორც დაზარალებულები ამტკიცებდნენ, გინტური „წართმეულ ბიზნესსა და ქონებას ნაციონალურ მოძრაობას უფორმებდა, ის ერთადერთი ნოტარიუსი იყო ვინც ციხეში შედიოდა შუაღამისას და „წილის გაჩუქებაზე'' პატიმრებს ხელს აწერინებდა''. ნუნუ გინტურს დღეს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მფარველობს და ის დღეს ქართული ოცნების მთავრობას ეხმარება ელიტარული კორუფციულ დოკუმენტების მომზადებაში.

გადაუჭრელ პრობლემად არის სატრანსპორტო მაფიის კრიმინალური საქმიანობა. მცხეთის მოსახლეობა უკვე წლებია უშედეგოდ მოითხოვს, რომ თბილისის მარშუტით დაინიშნოს სამგაზვრო ავტობუსი. ავტობუსის რეისის გაუქმების მიზეზი არის მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის კორუფციული ინტერესები. მან ავტობუსით მგზავრთა გადაყვანა გააუქმა იმის გამო, რომ საკუთარი მიკროავტობუსების ბიზნესი აემოქმედებინა. მიკროავტობუსით მგზავრობა კი ორჯერ ძვირი ღირდა. როგორც მცხეთა თბილისის ავტობუსის უკანასკნელი მგზავრები ყვებიან, ისინი პოლიციელებმა ავტობუსიდან ჩამოსვეს და ამის შემდეგ მათ ავტობუსი მცხეთაში აღარ უნახავთ. ავტობუსების მფლობელი გიგია სუბელიანიც ადასტურებს ხუნდაძის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებს და ქართული ოცნების ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს.

მთავრობები იცვლებიან მაგრამ არ იცვლება მათი მმართველობის სტილი. ხელისუფლების წარმომადგენლები არ ცდილობენ ქვეყანაში კორუფციის დაძლევას, არამედ კლანები ანაცვლებენ ერთმანეთს ან კიდევ თანამშრომლობენ გამოცდილ კორუმპირებულ მოხელლებთან, რომლებმაც იციან ფული როგორ აკეთონ. მოსახლეობა კი ამაოდ ელოდება, რომ “ქართული ოცნება” ოდესმე ახდება.