ამინდის პროგნოზი

„რუსეთში ქართველთა კავშირის“ სოჭის ფილიალმა ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე სლავა მეტრეველს ძეგლი გაუხსნა

 
28 November, 2014   5 წელი 8 თვის წინ
 
1280

„რუსეთში ქართველთა კავშირის“  სოჭის ფილიალმა  გურამ მურუსიძის ხელმძღვანელობით ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ლეგენდარულ ფეხბურთელ სლავა მეტრეველს ძეგლი გაუხსნა. 

„ძეგლები თავისი სიადიადით ემოციურად გვავსებს, ქალაქის ისტორიისადმი პატივისცემას გვიღრმავებს და წარსულის  დამახსოვრებაში გვეხმარება. ძეგლები მოქალაქეში წინაპრებისადმი სიამაყის გრძნობას ავითარებს. ქალაქს დღეს მეხსიერების ახალი კერა გაუჩნდა, რომელიც ადამიანის პროფესიულ გმირობას განადიდებს – იმ ადამიანის, რომელმაც საკუთარი ცხოვრება სპორტს მიუძღვნა“-განაცხადა მემორიალის გახსნის ცერემონიალზე „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტმა მიხელ ხუბუტიამ.

შეგახსენებთ, რომ სლავა მეტრეველი 50-60 წლების საბჭოთა ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი და სპორტის დამსახურებული ოსტატი იყო, რომელიც მოსკოვის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ სახელით გამოდიოდა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში მეტრეველმა 375 მატჩი ჩაატარა და 83 გოლი გაიტანა. ფეხბურთელი სხვადასხვა ჯილდოს მფლობელია, არის საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი და  საბჭოთა კავშირის თასისა და ევროპის თასის მფლობელი. მეტრეველი  ქვეყნის 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის რვაჯერ მოხვედრილა.