ამინდის პროგნოზი

კახეთს სტიქიამ გადაუარა

 
23 July, 2015   5 წელი 2 თვის წინ
 
809

სტიქიამ თელავისა და ყვარლის რაიონები დააზარალა.

ძლიერმა ქარმა სოფელ ნაფარეულში ხეები წააქცია, რის გამოც ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებული ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო.

სეტყვამ ვენახები და საზამთროს ბაღები გაანადგურა. ადგილობრივები ამბობენ, რომ უამინდობის გამო გლეხები წლევანდელი მოსავლის გარეშე დარჩნენ.

ძლიერმა ქარმა ასევე დააზარალა სოფელ სანავარდოში რამდენიმე ოჯახი. ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.

გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფებია დატბორილი. იქ მთელი ღამის განმავლობაში ამოტუმბვითი სამუშაოები  მიმდინარეობდა, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება. განსაკუთრებით დაზარალდა ათამდე ოჯახი.

ადგილობრივთა თქმით, ძლიერი წვიმის შედეგად ხევი ადიდდა, სანიაღვრე არხებმა კი წყალი ვერ გაატარა, რის გამოც წყალმა შიდა გზები, ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. 

უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის, რის შემდეგაც დაზიანებული სახლების აღდგენა დაიწყება.