ამინდის პროგნოზი

ავტოსაგზაო შემთხვევას 55 წლის მამკაცი ემსხვერპლა

 
24 July, 2015   5 წელი 3 თვის წინ
 
434

ავტოსაგზაო შემთხვევას კახეთში 55 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა გურჯაანი-ლაგოდეხის ცენტრალურ მაგისტრალზე, აფენის მონაკვეთზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ჯიპს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ გაჩერებული ავტომობილი გადაბრუნდა და მასში მჯდომი 55 წლის ადამიანი დაიღუპა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. დაშავებული გურჯაანის რაიონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.