ამინდის პროგნოზი

ქრთამის აღების ფაქტზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

 
31 July, 2015   5 წელი 2 თვის წინ
 
243

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი  სოფელ არეშფერანში ვლადიმერ ბესთაევი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, აუქციონის გამართვამდე,   სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობით უკანონოდ სარგებლობისა  და აღნიშნულ საქმიანობაში მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქეებისგან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო  500 ლარი.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.