ამინდის პროგნოზი

შსს-მ კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სამაშველო ღონისძიებები განახორციელა

 
21 August, 2015   5 წელი 1 თვის წინ
 
348

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები და კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები კახეთის რეგიონში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სამაშველო ღონისძიებებს რამდენიმე რაიონში მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება კახეთში უხვი ნალექის მოსვლის შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის ყველა სამაშველო განყოფილება, თბილისიდან დამატებით გაიგზავნა ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

ყვარლის რაიონში მოსულმა უხვმა ნალექმა, სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ავტომობილები და სახლების სახურავები დააზიანა, ლაგოდეხის რაიონში საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა, ახმეტის რაიონში კი ჩამოწოლილი მეწყერის გამო გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველ-მეხანძრეები და კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები გზის გაწმენდით და დატბორილი სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.