ამინდის პროგნოზი

ლაგოდეხის რაიონში სტიქიამ 4 სოფელი დააზარალა

 
12 September, 2015   5 წელი 2 კვირის წინ
 
528

ლაგოდეხის რაიონში სტიქიამ 4 სოფელი დააზარალა. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად კი მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ყველაზე მძიმე ვითარება სოფელ გელათშია, სადაც ყველა მოსახლე სახლის სახურავის გარეშეა დარჩენილი. ძლიერმა წვიმამ მათ სახლებში საყოფაცხოვრებო ნივთებიც გაანადგურა.

ლაგოდეხის რაიონში ქარიშხალს თან სეტყვაც ახლდა, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა და მოსახლეობას სასოფლო-სამურნეო სავარგულები დაუზიანა.

ამ მხრივ მძიმე ვითარებაა სოფელ შრომაში, სადაც ადგილობრივების თქმით, მთლიანად განადგურებულია სიმინდის მოსავალი.

როგორც რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი ბოკერია აცხადებს, უკვე შექმნილია ზარალის დამდგენი სპეციალური კომისია, რომელიც ლაგოდეხის რაიონში ზარალს ითვლის.

ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლება საცხოვრებელი სახლების გადახურვაში მოსახლეობის დახმარებას აპირებს, თუმცა ამ დახმარებაში დაზიანებული სათავსო ნაგებობების გადახურვა არ შედის.

გიორგი ბოკერიას განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან დაკავშირებით კი ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეგზავნება.