ამინდის პროგნოზი

თავდაცვის სამინისტრო დაზარალებულ ოჯახს ზარალს სრულად აუნაზღაურებს

 
17 September, 2015   5 წელი 2 კვირის წინ
 
334

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეშფოთებულია გუშინ ღამით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მომხდარი ფაქტის გამო. შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ მომხდარის მიზეზებს და აუცილებლად დადგება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. თავდაცვის სამინისტრო დაზარალებულის ოჯახს სრულად აუნაზღაურებს სსსტც “დელტას“ მიერ მიყენებულ ზარალს.

16 სექტემბერს „დელტას“ მიერ სეტყვასაშიში ღრუბლების აქტიური დამუშავების პროცესში ერთ-ერთი ჭურვი ადგილობრივი მოსახლის სახლს დაეცა. დამწვარია სახლის სახურავი და გაბზარულია კედლები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.