ამინდის პროგნოზი

კახეთში ოთხი ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს

 
18 December, 2015   4 წელი 9 თვის წინ
 
554

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული თამაზ ჭ. ქურდობის ფაქტზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა თამაზ ჭ. 2015 წლის 16 დეკემბერს, ღამით, ქალაქ ყვარელში, რუსთაველის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ყვარლის დედათა მონასტრის გაქურდვას ცდილობდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, ღამით, ლაგოდეხში მდებარე ყაზანის სახელობის ეკლესია გაქურდა, საიდანაც 440 ლარი და 20 აშშ დოლარი წაიღო. თამაზ ჭ-მ 9 დეკემბერს განმეორებით გაქუდა ლაგოდეხის ყაზანის სახელობის ეკლესია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 30 ლარს. იმავე ღამით გაქურდა ლაგოდეხში მდებარე სამების ეკლესია და 80 ლარი მოიპარა. 13 დეკემბერს მან დააზნია ლაგოდეხის ყაზანის სახელობის ეკლესიის კარები, ეკლესიაში შეაღწია და მესამედ სცადა ქურდობა, თუმცა თანხის არ არსებობის გამო განზრახვა ვეღარ განახორციელა. 15 დეკემბერს თამაზ ჭ-მ გურჯაანში მდებარე სამების სახელობის ეკლესია გაქუდა, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 150 ლარს.

პოლიციამ შესაწირავის 2 ყუთი, ხელთათმანები, მოპარული ფულის ნაწილი და ხელსაწყო, რომელსაც ბრალდებული დანაშაული ჩადენისას იყენებდა ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.