ამინდის პროგნოზი

თბილისის ეროვნული პარკის დირექტორის ავტომანქანაში 2 ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი აღმოაჩინეს

 
30 December, 2015   4 წელი 8 თვის წინ
 
454

გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, 27 დეკემბერს თბილისის ეროვნული პარკის დირექტორის ლევან კაპანაძის სამსახურებრივ ავტომანქანაში მის მიერვე აღმოჩენილი იქნა 2 ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი 30 ვაზნით. 

"როგორც ჩანს, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ შური იძიონ იმ საქმიანობაზე, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და უშუალოდ ლევანი ახორციელებს თბილისის ეროვნულ პარკში. სამწუხაროა, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი. ჯერ კიდევ გაზაფხულში ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციის დირექტორის სამსახურებრივ ავტომობილში აღმოჩენილ იქნა ხელყუმბარა წარწერით – "გაფრთხილებთ, წადით!". 

მე მინდა გავაფრთხილო თითოეული ეს ადამიანი, გინდა თანამშრომელი და გინდა - სხვა, რომ ის სტრატეგია, რომელიც ჩვენ გვაქვს წესრიგის, კანონიერების დაცვაზე, უკანონო ხე-ჭრის წინააღმდეგ ბრძოლაზე, უკანონო ნადირობაზე ბრძოლაზე გაგრძელდება და მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთი განზრახვით მოქმედებს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსგავსი შემთხვევები აღიკვეთოს და ჩვენი კანონმორჩილი თანამშრომლების საქმიანობა იყოს დაცული", - განაცხადა აგულაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

მისივე თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია შს მინისტრი, მთავარ პროკურორს კი ინფორმაციას დღეს მიაწოდებს.