ამინდის პროგნოზი

ლაგოდეხის რაიონში მეხუთე დღეა, დაკარგულ 3 ადამიანს ეძებენ

 
03 January, 2016   4 წელი 9 თვის წინ
 
406

ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში დაკარგული 3 პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. გამგებლის კახა ჯამბურიას განცხადებით, მაშველები შსს-ს მიერ გამოყოფილ ვერტმფრენს ელოდებიან, რის შემდეგაც დაკარგული პირების ძებნა დაიწყება.   

სამძებრო სამუშაოებს ხელს დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობები უშლდა, რის გამოც აუცილებელი გახდა ვერტმფრენის გამოძახება.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეხუთე დღეა, სალაშქროდ წასულ 3 ადამიანს ეძებენ. მათთან ერთად მყოფმა ერთმა პირმა სახლში დაბრუნება შეძლო. დაკარგულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მთაში მყოფ პირებს არ აქვთ საკმარისი საკვები და შესაბამისი აღჭურვილობა იმისათვის, რომ სახლებში დაბრუნდნენ.