ამინდის პროგნოზი

"ლაგოდეხის რაიონში დაკარგული ახალგაზრდები დაღესტანში იმყოფებიან, სამივე ცოცხალია"

 
07 January, 2016   4 წელი 8 თვის წინ
 
604

ლაგოდეხის გამგებლის კახა ჯამბურიას განცხადებით, სოფელ მსხალგორში დაკარგული პირები დაღესტანში იმყოფებიან და სამივე მათგანის დაბრუნების საკითხს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაარკვევს.

„ვადასტურებთ ამ ინფორმაციას, ისინი არიან დაღესტანში დაკავებულები, სამივე ცოცხალია. სავარაუდოდ, საზღვრის გადაკვეთის გამო დააკავეს. დაბრუნებაში ჩაერთვება ის სტრუქტურები ვისაც ეხება, საგარეო საქმეთა სამინისტრო. მე მელაპარაკე გუბერნატორს, რომელმაც მითხრა, რომ დადასტრუდა ეს ინფორმაცია და მას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ჰქონდა კონტაქტი და სამივე პიროვნება ამოცნობილია“, - აცხადებს ჯამბურია.

ლაგოდეხის რაიონში დაკარგულ სამ ახალგაზრდას კვირაზე მეტია, ეძებენ.