ამინდის პროგნოზი

"თუ სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად შეძლებენ თანაარსებობას, მოგებული პაციენტი დარჩება“

 
10 March, 2016   4 წელი 6 თვის წინ
 
319

საპარნიორო ფონდისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც თბილისის სამ საავადმყოფოს შეეხებოდა, დასასრულს უახლოვდება. ტენდერის ბოლო ეტაპზე ავსტრიული კომპანია „ალფამედიკი“ გავიდა, რომელმაც უკვე წარუდგინა საკუთარი ხედვები და წინადადებები საპარტნიორო ფონდს. ინვესტიციის საერთო მოცულობა დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარია. 

როგორც ცნობილია, აღნიშნული სამი საავადმყოფოს განვითარება კერძო და საჯარო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელის მიხედვით განხორციელდება. აღნიშნული მოდელით წარმატებით განითარდა ევროპისა და შეერთებული შტატების არაერთი ჰოსპიტალი. 

გვესაუბრება ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოზალიშვილი.

მოგეხსენებათ, საპარტნიორო ფონდს გამოცხადებული ჰქონდა ტენდერი, რომელიც თბილისის სამ საავადმყოფოს შეეხებოდა. როგორც ცნობილია, საბოლოო ჯამში, როგორც სახელმწიფოს, ასევე კომპანია „ალფამედიკის“ მხრიდან დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს? 

მსგავსი ოდენობის ინვესტიციის განხორციელება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ალბათ ყველა ვხვდებით, რომ სწორედ ინვესტიციებია საჭირო, რომ საქართველოს ეკონომიკა დაიძრას და განვითარდეს. მეორე მხარეა, რამდენად შესრულებადია ეს ყველაფერი, თუმცა სახელმწიფო ხელშეკრულებას გააფორმებს და გააკონტროლებს, რა თქმა უნდა. სხვა მხრივ მხოლოდ მივესალმები, რასაკვირველია, ეს ცუდი მოვლენა არ არის. 

ასევე ცნობილია, რომ აღნიშნული სამი საავადმყოფოს განვითარება ე.წ. PPP  მოდელის მიხედვით მოხდება, რაც ნიშნავს კერძო და საჯარო სექტორს შორის პარტნიორობას. როგორც ფიქრობთ, რამდენად გაამართლებს ეს მოდელი ჩვენს შემთხვევაში? 

ამ მოდელმა გაამართლა ევროპის არაერთ ქვეყანაში. მე დიდი ხანია ვიცნობ მათი ჯანდაცვის მოდელებს და საკმაოდ წარმატებულია, როგორც ინგლისის სკოლა, ასევე შეერთებული შტატების. აქედან გამომდინარე, ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს მოდელი ჩვენ შემთხვევაშიც წარმატებული იქნება. 

როდესაც PPP მოდელის დადებით მხარეებზე საუბრობენ ხოლმე, ხაზს უსვამენ მის ხარჯეთეფექტურობას და იმას, რომ ამ მოდელის შემთხვევაში, მის წარმატებით დაინტერესებულია ორივე მხარე - სახელმწიფოც და კერძოც. რამდენად მნიშვნელოვანია ფაქტორია ხარჯთეფექტურობა ჩვენნაირი პატარა ბიუჯეტის მქონე ქვეყნისათვის?

ზოგადად, ჯანდაცვის სექტორში, გასულ წლებთან შედარებით, უფრო მეტი იხარჯება. თუ სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად შეძლებენ თანაარსებობას, მოგებული პაციენტი დარჩება, ყველა შემთხვევაში. ასე, რომ მე ძალიან მომწონს კერძო და საჯარო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი. უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ სახელწიფომ შეძლოს და ჯანდაცვის დაფინანსება გაზარდოს, რომ საშუალო ევროპული ქვეყნის დონეზე გავიდეთ ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხით. თუ ამ ყველაფერს მივაღწიეთ, ჩათვალეთ, რომ საკმაოდ წარმატებული ჯანდაცვა გვექნება. 

 

საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მოპოვებაზე ტენდერი ცხადდება

 
16 September, 2016
 
333
 

კვებითი მომსახურების შესყიდვის ტენდერში მონაწილეობის მსურველთა მხრიდან ინტერესთა გამოხატვაზე წინადადებების მიღება 23 სექტემბერს სრულდება

 
15 September, 2016
 
123
 

უძველესი ისტორიული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

 
13 April, 2016
 
346
 

"პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესება აუცილებელია“

 
28 March, 2016
 
357
 

"თუ გაიზრდება კონკურენცია, გაიზრდება მომსახურების ხარისხი და ადგილობრივი კლინიკების მიმართ გაჩნდება ნდობა"

 
28 March, 2016
 
295
 
ყველა მსგავსი სიახლე