ამინდის პროგნოზი

სოფლის მეურნეობის სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციის ,,მერსი კორპსი“ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

 
25 March, 2016   4 წელი 6 თვის წინ
 
454

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ საერთაშორისო ორგანიზაციის  „მერსი ქორპსი“ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებზე ისაუბრა და სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

მინისტრის პირველმა მოადგილემ ექსპერტებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - "ევროპის სამეზობლო პროგრამა  სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - 2“(ENPARD II)  შესახებ, რომლის ძირითადი კომპონენტი სწორედ სოფლის განვითარებაა.

შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, რომ სოფლის განვითარების სტარტეგიის შემუშავებისთვის სამინიტროში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელმაცსტარტეგიის სამუშაო ვერსია უკვე მოამზადა და კომენტარებისა და მოსაზრებების მიღების მიზნით, სხვა სამინისტროებში უკვე გადაიგზავნა. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ENPARD II-ის საპილოტე პროექტი წარმატებით მიმდინარეობს  ბორჯომის, ყაზბეგისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. ახლო მომავალში დაგეგმილია კიდევ ხუთი მუნიციპალიტეტის იდენტიფიცირება.

ENPARD II-ს განახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელსაც ტექნიკურ დახმარებას პარტნიორი ორგანიზაციები გაუწევენ. 

 

"2017 წელს ევროკავშირის ბაზარი შავი ზღვის თევზისთვისაც გაიხსნება"

 
02 December, 2016
 
408
 

ინტელექტუალური ჰაბის ახალი კონცეფცია ქართულ ბაზარზე (R)

 
01 December, 2016
 
258
 

სოფლის განვითარების პოლიტიკის ინსტიტუციური მხარდაჭერისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით სემინარი გაიმართა

 
25 November, 2016
 
195
 

კონფერენცია „საქართველოში სოფლად განვითარების პროგრამის განხორციელების მიზნით ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების მიდგომების გაზიარება“ გაიმართა

 
24 November, 2016
 
219
 

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელს შეხვდა

 
01 November, 2016
 
366
 
ყველა მსგავსი სიახლე