ამინდის პროგნოზი

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის სოფლებში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები დააზიანა

 
22 April, 2016   4 წელი 5 თვის წინ
 
338

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის სოფლებში - აფენში, ლელიანში, ფოდანსა და ბოკვიანში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები დააზიანა. ქარმა სახურავი გადახადა სათბურებს და რამდენიმე საცხოვრებელ სახლს. როგორც დაზარალებული მოსახლეობა აცხადებს, მოსავლის 20% განადგურებულია.

კონკრეტულად რა ოდენობის ზარალი მიაყენა ძლიერმა ქარმა ლაგოდეხს, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემქნილი სპეციალური ჯგუფის წევრები ამ დროისთვის დაზიანებულ ნაკვეთებს ათვალიერებენ.